გიორგი მარგველაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერკი ტუომიოას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინაში არსებული კრიზისზე ისაუბრა და ერკი ტუომიოას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.