პაპუაშვილი – რასა იუკნევიჩიენეზე: ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებისთვის
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: “გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება.
“… ამბობს დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც “ქართულ ოცნებას” და მის 1 120 000 ამომრჩეველს დამნაშავეს და ინფექციას უწოდებს.
ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადოს, ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის”, – წერს პაპუაშვილი.