მარია ზახაროვა – თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანი კონფლიქტის ძირეული აღმოფხვრაა
თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანი კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა წარმოადგენს. როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, რუსული მხარე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის”,- განაცხადა მარია ზახაროვამ.