“შეთანხმებული იყო, წარმოედგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა და ბოლოს გადაიფიქრა, რატომ? პასუხს ვერ სცემს” – ირაკლი ზარქუა პრეზიდენტზე
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„გვენეტაძის მოვალეობას ასრულებს ბატონი მესტვირიშვილი, თუმცა, ბატონ მესტვირიშვილს ვადა გასდის რამდენიმე თვეში. შემდეგ ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ასე არ არის განსაზღვრული. ვიღაცას მგონი სჭირდება, რომ ეროვნულ ბანკში იყოს ქაოსი, დაძაბულობა. ჩემი პოზიციაა, რომ ქალბატონი სალომე ამას (ვეტო დაადო) აკეთებს მიზანმიმართულად. შეთანხმებული იყო წარმოედგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა და ბოლოს გადაიფიქრა, რატომ? პასუხს ვერ სცემს“, – აცხადებს ზარქუა.
პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირას გაიმართება. მანამდე კი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.