მამუკა მდინარაძე: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ხელისუფლებასაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს

“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მართლა გასაკვირია, მართლა წარმოუდგენელია ნებისმიერი ადამიანის, იქნება ჩვენი ოპონენტი, სავალუტო ფონდის წარმომადგენელი თუ სხვა, რომელიც გაოგნებას გამოხატავს ამ ცვლილებიდან გამომდინარე. თურმე, გაოგნებას იწვევს ის, რომ როგორ შეიძლება, ეროვნულ ბანკს, მის პრეზიდენტს ჰყავდეს პირველი მოადგილე. გასაკვირი ამბავია, რომ აი ამ ერთ დეტალზე ასეთი მსჯელობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები