ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკში ინსტიტუციური კრიზისი არ შეიქმნას
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეროვნულ ბანკში არ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც თავის დროზე მივიღეთ და რომელთან დაკავშირებითაც ახლა ვეტოს გადალახვა გვიწევს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისის ხელოვნურად შექმნის საშუალება არავის მიეცემა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვეტოს დადება, ასევე საბჭოს წევრების არწარდგენა შედეგად გამოიღებს ხელოვნური კრიზისის შექმნას. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ის კანონი, რომელსაც ვიღებთ. რა ამოძრავებს პრეზიდენტს, ამაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება, თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები წამახალისებელია იმ კრიზისის, რომლის პრევენციასაც ჩვენ მიზნად ვისახავთ. ყველა შემთხვევაში ვეტო უნდა დაიძლიოს იმისთვის, რომ არავის მივცეთ კრიზისის ხელოვნურად შექმნის საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.