მოსკოვში “სადოვოდის” ბაზარი იწვის (ვიდეო)
მოსკოვში, “სადოვოდის” ბაზარში ხანძარია.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ გაუჩნდა ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიას.
რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები მუშაობენ.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.