უკრაინაში 8 რუსი გენერალია დაღუპული – აშშ-ის დაზვერვა

რუსული ტელეგრამ-არხები 12 ივნისს წერდნენ, რომ უკრაინული კონტრშეტევის შედეგად რუსეთის 35-ე გაერთიანებული შეიარაღებული არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი დაიღუპა.

ივნისის დასაწყისში Mediazon-ა ღია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დაღუპულია 4 გენერალი, 58 პოლკოვნიკი და 176 პოდპოლკოვნიკი.

გამოცემამ მათი გვარებიც დაასახელა: გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი; “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” 1-ელი არმიის კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი; ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე გაერთიანებული შეიარაღებული არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი და მე-8 არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი – ვლადიმერ ფროლოვი.

ამავდროულად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის არმიის უმაღლესი სარდლობის დანაკარგები ორჯერ მეტია.

პენტაგონის დაზვერვის უფროსმა, სკოტ ბერიერმა 10 მაისს გამოაცხადა, სულ მცირე 8 რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს არის უჩვეულოდ მაღალი ლეტალობა ოფიცრებისთვის, რაც აღემატება 20 წლის განმავლობაში ავღანეთში დაღუპული ამერიკელი გენერლების რაოდენობას.

ამასთან, ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომში რუსული არმიის 10 გენერალი დაიღუპა.

2023 წლის თებერვლის იაპონური დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ომში 20 რუსი გენერალი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები