„ადამიანები უკეთესობას ვერ იგრძნობენ, არც ინფლაცია შემცირდება, არც ვალუტის კურსი“ – რაქვიაშვილი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტებთან ეხმაურება.

„ვეტოს დაძლევა ან არდაძლევა არ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანები უკეთესობას ვერ იგრძნობენ, არც ინფლაცია შემცირდება და არც ვალუტის კურსი. ეს არის თანამდებობისთვის ბრძოლა. ვეტოს დაძლევა დამხმარე რგოლი გამოდის, რომ თუ ლაშა ხუციშვილი არ იქნება, მინიმუმ არსებულ ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე უფრო სანდო ადამიანი ნათია თურნავა აღმოჩნდეს ხელმძღვანელის პოზიციაზე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები