“ეროვნული ბანკის შესახებ დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, შექმნილია ჩიხი” – მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, შექმნილი არის ჩიხი, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ კანონის წარდგენისას და მიღებისას ცხადად ყოფილიყო მკაფიო რეგულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, როდესაც დღეს მოქმედ კანონში წერია, ვინ ასრულებს პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას და წერია, რომ ასრულებს ვიცეპრეზიდენტი და ასეთი არის სამი, ამის ნაცვლად იქნება შემოთავაზებული პირველივე ვიცეპრეზიდენტი, რომელსაც გააჩენს ეს კანონი. რაც შეეხება, მაგალითად, ქვეყნის პრეზიდენტის კომპეტენციების თითქოსდა შეზღუდვას, ასეთს ინიციატივაში საერთოდ ვერ ნახავთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.