KIU-სა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი სასწავლო პროგრამის ბენეფიციართა დაჯილდოება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულეს.

ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე 25-მდე უფროსკლასელს სერტიფიკატი გადაეცათ. მათ ასევე ჩაუტარდათ კამპუსის ტური, ახალგაზრდები KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქს გაეცნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო. პარტნიორობა მიზნად ისახავს რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ერთობლივ სასწავლო პროგრამას რვა თვის განმავლობაში ახორციელებდნენ. სწავლების პროცესს KIU-ს პროფესორები ია მოსაშვილი და გიორგი ონიანი უძღვებოდნენ. პროგრამაში 50-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ KIU-მ და ჭიათურის მულტიფუნქციურმა ცენტრმა რეგიონის აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკაში სპეციალური მოსამზადებელი კურსი შესთავაზეს, რათა ახალგაზრდები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სათანადოდ მომზადებულიყვნენ.

მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაში ჩართვა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ, რომლებმაც შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს. პროგრამას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები