ოკუპანტების მიერ კრივოი როგში კორპუსის დაბომბვას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების მიერ კრივოი როგში ხუთსართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი ლისაკმა განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ლისაკის თქმით, დარტყმის შედეგად, ცეცხლი ბინებს პირველიდან მეხუთე სართულამდე გაუჩნდა, ხანძარმა 700 კვ.მ. მოიცვა.

გუბერნატორის თქმით, საჰაერო თავდაცვამ სამი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.

ასევე, იერიშის შედეგად, კერძო საწარმოში სამი დაშავებულია, სავარაუდოა, რომ ჩამოშლილი საწყობის ნანგრევებში ხალხი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები