“უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის გარშემო კონტროლი 16 კვ/კმ-ზე დაამყარეს” – ანა მალიარი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ კვირაში ბახმუტის მიმართულებით კონტროლი 16 კვადრატულ კილომეტრზე დაამყარეს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მანამდე, მალიარმა განაცხადა, რომ კონტრშეტევის ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა შვიდი დასახლება გაათავისფლეს და რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს.

მისი თქმით, ზოგადად, უკრაინის ჯარებმა 6,5 კმ-ით დაწინაურდნენ და კონტროლზე სულ 90 კვადრატული კილომეტრი აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები