“რუსეთი საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგ ომს აგრძელებს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ კრივოი როგში ხუთსართულიანი კორპუსის დაბომბვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს “ომს საცხოვრებელი კორპუსების, ჩვეულებრივი ქალაქების და ხალხის წინააღმდეგ”.
“სამწუხაროდ, არიან დაღუპულები, დაჭრილები. კრივოი როგში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა!”, – დაწერა მან “ტელეგრამში”.
ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსები ყოველი რაკეტისთვის აგებენ პასუხს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ კორპუსის დაბომბვას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 25 დაშავდა, მათგან 19 ჰოსპიტალიზებულია.