მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ზედმიწევნით დაგეგმილი კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ზედმიწევნით დაგეგმილი კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
პარიზში გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მაკრონმა ასევე შეაქო უკრაინის სამხედრო ლიდერების ტაქტიკური აზრისა და ორგანიზებულობის „ჩინებულება“.
„კონტრშეტევა დაიგეგმა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. ომის დაწყებიდან საფრანგეთმა გააძლიერა იარაღისა და საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის და ლოგისტიკური დახმარების მიწოდება უკრაინაში“, – აღნიშნა მაკრონმა.
მანვე დასძინა, რომ ასეთი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.