უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შვიდი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციის დროს შვიდი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დონეცკისა და ტავრიას ოპერაციულ რაიონებში შეტევითი ოპერაციის დროს უკრაინული ძალები 6,5 კილომეტრით დაწინაურდნენ. კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი 90 კვადრატული კილომეტრია.
„გათავისუფლებულია შვიდი დასახლებული პუნქტი: ლობკოვე, ლევადნე, ნოვოდარივკა, ნესკუჩნე, სტოროჟევა, მაკარივკა, ბლახოდატნე“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.