„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – რუსთაველის თეატრში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი შეკრება გაიმართა
რუსთაველის თეატრში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის – კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი შეკრება გაიმართა.
დღევანდელ ღონისძიებაზე საინიციატივო ჯგუფის წარადგინეს.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებლები აცხადებენ, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაერთიანდება კონკრეტული ღირებულებების სისტემის გარშემო.
მათივე თქმით, შეიქმნება მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს.