„თბილისური სახსოვარი“ – გამოფენა-კონკურსი გაიმართება
13 ივნისს, 18:00 საათზე, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გამოფენა-კონკურსი „თბილისური სახსოვარი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე თბილისის თემატიკასთან დაკავშირებული მცირე პლასტიკის სასუვენირე ესკიზების პრეზენტაცია მოეწყობა.
ნამუშევრები პროექტის ფარგლებში შეიქმნა და წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩა.
გამოფენაზე წარმოდგენილი კომპოზიციებიდან ჟიური 3 გამარჯვებულ მონაწილეს გამოავლენს, რომლებსაც ფულადი ჯილდო გადაეცემათ. სამომავლოდ სერიული წარმოებისთვის ასევე, შეირჩევა ერთი სასუვენირე ესკიზი და დედაქალაქის თემატიკაზე, მცირე პლასტიკის მაღალმხატვრული ღირებულების სუვენირი შეიქმნება.
კონკურსი „თბილისური სახსოვარი“ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის პარტნიორია: ქართული სამხატვრო კომბინატი.