IAEA-ს დირექტორი უკრაინაში გაემგზავრა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი უკრაინაში გაემგზავრა.
როგორც მან “ტვიტერში” დაწერა, ის შეხვდება პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე წარადგენს დახმარების პროგრამას კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგური კაშხლის აფეთქების შემდეგ.
“უკრაინისკენ მიმავალ გზაზე ვართ, რომ შევხვდეთ პრეზიდენტ ზელენსკის და წარვადგინოთ დახმარების პროგრამა, ნოვა კახოვსკას კაშხლის კატასტროფული აფეთქების შემდეგ”, – დაწერა გროსიმ. მან დასძინა, რომ შეაფასებს სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაუწევს როტაციას IAEA-ს მისიას გაძლიერებული გუნდით.