Bloomberg: გერმანიაში აცხადებენ, რომ რუსული გაზის გარეშე მრეწველობის პარალიზების საფრთხე არსებობს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, რუსული გაზის ნაკადის გარეშე ქვეყანაში შესაძლოა, მრეწველობის პარალიზება მოხდეს.

 

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა შესაძლოა, იძულებული გახდეს, შეზღუდოს ან თუნდაც გამორთოს სამრეწველო სიმძლავრეები, თუ უკრაინასა და რუსეთს შორის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება არ გაგრძელდება მომავალი წლის ბოლოს, ვადის გასვლის შემდეგ.

 

ჰაბეკმა თქვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში გაზის პოტენციური დეფიციტის ტვირთის განაწილების წესები უნდა იყოს დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიას მოუწევს გაზის ექსპორტი, დეფიციტის შესავსებად, ხოლო ევროპის უდიდესი ეკონომიკის მწარმოებლებისთვის მიწოდება შესაძლოა, შეიზღუდოს ან შემცირდეს.

 

”უსაფრთხო სცენარი არ არსებობს”, – თქვა ჰაბეკმა და აღნიშნა, რომ დამატებითი სიმძლავრეები იქნება საჭირო მიწოდების შესანარჩუნებლად როგორც აღმოსავლეთ გერმანიაში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში.

 

მასალაში ნათქვამია, რომ გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მიწოდება 2024 წლის შემდეგაც გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ, პოლიტიკური მხარდაჭერის არარსებობის გათვალისწინებით, მიმდინარე სატრანზიტო შეთანხმება, იდენტური პირობებით გაგრძელდეს.

 

მოხსენების ავტორებს მიაჩნიათ, რომ „უკრაინასა და რუსეთს შორის ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელების მიზნით პირდაპირი მოლაპარაკებები, არსებულ პირობებში, უკიდურესად წარმოუდგენლად გამოიყურება“.

 

ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, უკრაინა ავსტრიაში, სლოვაკეთში, იტალიასა და უნგრეთში, საკუთარი ტერიტორიის გავლით, რუსული გაზის ტრანზიტისთვის საფასურს იღებს. 6 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი 2024 წელს შეწყდება.

 

ამჟამად, ყოველწლიურად 13 მილიარდი კუბური მეტრის გადაქაჩვა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით 40 მილიარდი კუბური მეტრია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები