ბაქოში დღეს ერდოღანი ჩავა
თურქეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, რეჯეპ თაია ერდოღანი დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ეწვევა.
პოლიტიკოსის ვიზიტი აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა, კაჰით ბაღჩიმ დააანონსა. “
ველოდებით ჩვენს პატივცემულ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. დღეს მოხდება დიდი შეხვედრა და ძმების ჩახუტება”, – განაცხადა ბაღჩიმ.
მანამდე იყო ცნობილი, რომ თურქეთის ლიდერის ვიზიტი 13 ივნისს შედგებოდა.