შოლცი გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას წარადგენს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ორ დღეში, ქვეყნის ოთხ მინისტრთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას წარადგენს.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, – წერს Bild-ი.
მისი თქმით, 14 ივნისს სტრატეგიას ფედერალური მინისტრთა კაბინეტი მიიღებს.
შოლცი სტრატეგიას საგარეო საქმეთა მინისტრ ანელენა ბურბოკთან, ფინანსთა მინისტრ, კრისტიან ლინდნერთან, თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეთერთან ერთად წარადგენს.