კახოვსკაიას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის რეგიონში 8 უკრაინელი დაიღუპა, 2 – მიკოლაევში, 42 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის შვიდი ბავშვია.
მინისტრის თქმით, ოკუპირებულ მხარეს არსებული ვითარების დაზუსტება მოხდება. ეს არის მხოლოდ მარჯვენა სანაპიროს მონაცემები, რომელიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. მინისტრის თქმით, მარცხენა სანაპიროზე დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ გადამოწმებული არ არის.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონში კომუნალური მომსახურების დამატებით ძალებს და ტექნიკას გაგზავნიან. წყლის დონე იკლებს და სულ უფრო მეტად არის გაწმენდა შესაძლებელი.