„უკმარი სინათლე“ – ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა და წიგნის წარდგენა გაიმართება
13 ივნისს, 20:00 საათზე, გერმანულენოვან ქართველ მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა და მისი ახალი რომანის „უკმარი სინათლე“ (მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე) წარდგენა გაიმართება.
შეხვედრის ორგანიზატორეია გამომცემლობა „ინტელექტი“, მასპინძელია მარჯანიშვილის თეატრი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაია ფანჯიკიძის დისკუსია ნინო ხარატიშვილთან და მისი რომანიდან ფრაგმენტების საჯარო კითხვა მსახიობების ნატო მურვანიძის, ბაია დვალიშვილისა და ანანო მახარაძის მონაწილეობით.
„უკმარ სინათლეში“ მოთხრობილია, დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ როგორ ამოყოფს თავს ქაოსში საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო. ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-იანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო. მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს…

ნინო ხარატიშვილი მდიდარი, ემოციური ენით ჰყვება დაკარგული მიწისა და დაკარგული თაობის ისტორიას; ამბავს რევოლუციისა, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს; ჰყვება სიყვარულსა და ღალატზე და ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე.