„იმერეთი“ – ნინო ყოლანდარიას დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება

12 ივნისს, 20.00 საათზე, თბილისის უნივერსიტეტის I კორპუსში, სხდომათა დარბაზში,  ნინო ყოლანდარიას ფილმის პრემიერა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის „სტუდია კავკასიონის“ დოკუმენტური სერიალის „საქართველოს მხარეთა ისტორიული გზა“ პირველი ფილმის „იმერეთის“ ჩვენება.
„ფილმების სერია იმერეთით დაიწყება და მთელ საქართველოს მოიცავს. ვისაც გაქვთ საინტერესო ამბები და ფაქტები, ჩაერთეთ ამ მამულიშვილურ საქმეში“, –   ამბობენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები