საფრანგეთში 11 წლის გოგონა მოკლეს, მისი მშობლები კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან
საფრანგეთში, ქალაქ კემპერთან, საკუთარი სახლის ეზოში ადგილობრივი დროით 22:00 საათზე 11 წლის გოგონა მოკლეს.
France 3-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად, გოგონას მამა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, დედას კი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აქვს მიღებული. ოჯახი ბრიტანეთიდან არის.
მედიის ინფორმაციით, სროლას გოგონას 8 წლის და გადაურჩა, თუმცა, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, 11 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 71 წლის, ნიდერლანდების მოქალაქე და მისი ცოლია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, სროლის დროს ოჯახს სახლის ეზოში პიკნიკი ჰქონდათ მოწყობილი.
გამოძიების ცნობით, პენსიონერი ადგილზე მოულოდნელად გაჩნდა და სროლა დაიწყო, ამის შემდეგ საკუთარ სახლში ცოლთან ერთად ჩაიკეტა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ აგრესია მიწასთან დაკავშირებულ მეზობლებს შორის არსებულ დავას უკავშირდებოდეს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.