ავსტრალიაში ქორწილის ავტობუსის გადაბრუნებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპოლა

ავსტრალიაში ქორწილის ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:30 საათზე, ქალაქ გრეტასთან მოხდა.

ავტობუსის 58 წლის მძღოლი სავალდებულო სამედიცინო შემოწმების შემდეგ დააკავეს. პოლიციის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საკმარის ინფორმაცის ფლობენ, რათა მძღოლს ბრალი წაუყენონ“.

ავტობუსში სულ 50 სტუმარი იმყოფებოდა, 18 პირი არ დაშავებულა.

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტრეისი ჩეპმენმა არ გამორიცხა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

ცნობილია, რომ ავტობუსში ბავშვები არ იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები