უკრაინაში თავშესაფრების მესამედი გამოუსადეგარი ან დაკეტილია

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 63 ათასი თავშესაფარი შეამოწმა, მათგან 9,3% დაკეტილია, ხოლო 23,6% – გამოუსადეგარი.

შემოწმდა ქვეყნის თითქმის ყველა თავშესაფარი, დარჩენილია მცირე ნაწილი – 0,6%, რომელთა ინსპექტირება საომარი მოქმედებების გამო ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, კიევში 4 655 თავშესაფარი შემოწმდა, საიდანაც 0,6% დაკეტილი აღმოჩნდა, 34,6% – გამოუსადეგარი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში თავშესაფრების შემოწმება 1-ელი ივნისის შემდეგ დაიწყო, როდესაც ოკუპანტების მორიგი იერიშის დროს სამი ადამიანი დაიღუპა, რადგან შესაბამის შენობაში მოხვედრა ვერ შეძლეს. დაღუპულთაგან ერთი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები