“სარფის” საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო – გამშვებ პუნქტ “სარფის” ტერიტორიაზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე ე.ი. შემოვიდა, რომლის ბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერმა 183,88 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნივთები აღმოაჩინა. საქონლის საერთო ღირებულებამ 7688,02 ლარი შეადგენა. მოქალაქე საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილით დაჯარიმდა და სანქციის სახით 7688,02 ლარი ჯარიმა შეეფარდა.
სარფში სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს მოქალაქე ბ.ხ-ს, ბარგში 0.91 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები