Associated Press: ბლინკენი ჩინეთს მომავალ კვირას ეწვევა

U.S. Secretary of State Antony Blinken delivers a speech during a visit at the Romanian Athenaeum in Bucharest, Romania, on November 29, 2022. - Blinken attends the meeting of NATO Ministers of Foreign Affairs in the Romanian capital. (Photo by Vadim Ghirda / POOL / AFP) (Photo by VADIM GHIRDA/POOL/AFP via Getty Images)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ბლინკენი 18 ივნისს პეკინში იქნება და ჩინეთის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ქინ განგთან და შესაძლოა პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრებს გამართავს.

ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, რადგან ჯერჯერობით, ვიზიტი არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და არც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ ბლინკენის ჩინეთში ვიზიტი თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა საკუთარ ტერიტორიაზე ჩინური სათვალთვალო აეროსტატის აღმოჩენის შემდეგ ამერიკულმა მხარემ იგი გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები