დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე ბრალი წარედგინა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ექსპრეზიდენტს ბრალი 37 პუნქტით წაუყენეს. ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი თანაშემწე უოლტ ნაუტა.
წარდგენილ ბრალდებებს შორის 31 ბრალდება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონო შენახვას ეხება.
გარდა ამისა, ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტებისა და ჩანაწერების დამალვა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე 13 ივნისს უნდა წარდგება.