თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთმა ირანისგან ასობით საბრძოლო დრონი მიიღო
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, აძლიერებს ირანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და თეირანიდან მიიღო ასობით კამიკაძე საბრძოლო დრონი, რომელსაც ის იყენებს უკრაინაზე დარტყმისთვის. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დრონები აიწყო ირანში, ხოლო კასპიის ზღვის გავლით გადაიტანეს რუსეთში და შემდეგ უკრაინაში გამოიყენეს.
„ბოლო კვირებში, რუსეთმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა კიევზე დარტყმისა და უკრაინის მოსახლეობის დასაშინებლად და, როგორც ჩანს, რუსეთ-ირანის სამხედრო პარტნიორობა ღრმავდება“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ.