დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
დაჩი დარჩიას მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს, მთავარ გარემოებად კი აფექტის მდგომარეობას ასახელებს.
“სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ჩვენი შუამდგომლობა გახლდათ დასაბუთებული, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა“, – განაცხადა პროკურორმა.
დაცვა მკვლელობის მოტივზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ადგილზე სკვერში მარტო იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია 29 აგვისტოს “სქაი ბართან” ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლეს. შსს-მ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მომხდარიდან მალევე შსს-მ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.