ირაკლი ქადაგიშვილი: ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება – მიხეილ სააკაშვილი პრემიერად, აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერმინისტრობას

„წინა სეზონი იყო მოწამლეს, მოკლეს, აშიმშილეს, აწამეს და ამ სერიალმა თავისი მაყურებელი დაკარგა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც და ახლა ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება, მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მე აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერმინისტრობას. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, თუმცა, მის პრემიერობას არასერიოზულად ვუყურებ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები