სოფელ ცოდნისკარის ახლადრეაბილიტირებულ სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა

სოფელ ცოდნისკარის ახლად რეაბილიტირებულ სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული, კულტურული და საბავშვო გასართობი აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში, დავით ტუხაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ფინალში ერთმანეთის პირისპირ სოფელ ბაისუბნის და აფენის გუნდები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება სოფელ აფენის ფეხბურთელებმა მოიპოვეს. შეჯიბრი გაიმართა ფრენბურთშიც, რომლის ფინალისტები სოფელ ჭიაურის და ქ. ლაგოდეხის გუნდები გახდნენ, ხოლო გამარჯვება ქ. ლაგოდეხის ვაჟთა გუნდს ხვდა წილად.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა საბავშვო გასართობი აქტივობები. დღის ბოლოს, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლები, მაყურებლის წინაშე, კონცერტით წარდგნენ.

ღონისძიება, ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები