თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მაიამიში პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა.

მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოებას 5-9 ივნისს მასპინძლებს.

დღეს მსოფლიო კონგრესმა უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გადასცა.

კონგრესის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტები 8 ივნისს დასახელდება. ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის  საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი.

FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები