რომის პაპი ჰოსპიტალიზებულია

86 წლის რომის პაპს ფრანცისკეს დღეს რომში, ჯემელის ჰოსპიტალში მუცლის ოპერაციას გაუკეთებენ.

როგორც ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მატეო ბრუნიმ თქვა, პონტიფიკოსს თიაქარს ამოუღებენ.

“დღის მეორე ნახევარში ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მას ჩაუტარდება ლაპაროტომია და მუცლის კედლის ოპერაცია”, – თქვა ბრუნიმ.

მისი თქმით, თიაქარი “იწვევს განმეორებით, მტკივნეულ და გაუარესებულ” სიმპტომებს, ამიტომ, ექიმებმა მისი ამოღება გადაწყვიტეს.

მოსალოდნელია, რომ პაპი საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები