ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით, 10 ათასი ჰექტარი სამეურნეო მიწა დაიტბორა – ქვეყნის აგრარული პოლიტიკის სამინისტრო

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით, 10 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიტბორა, მარცხენა სანაპიროზე კი, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია, დატბორვის მოცულობა რამდენჯერმე მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ხერსონში წყლის გარეშე სარწყავი სისტემების 94%-ია დარჩენილი, ზაპოროჟიეში – 74% და დნეპროპეტროვსკის რაიონებში – 30%.

აღინიშნება, რომ ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ის, რომ სამხრეთ უკრაინის მინდვრები მომავალ წელს უდაბნოებად გადაიქცეს.

ჰესის განადგურების უარყოფითი შედეგები თევზის მრეწველობაზეც აისახება. მეთევზეობის ინდუსტრიის ზარალმა შესაძლოა, 95 000 ტონას, ანუ, დაახლოებით, 4 მილიარდ გრივნას მიაღწიოს.

წინასწარი გათვლებით, ყველა ბიოლოგიური რესურსის დაღუპვის შედეგად მიყენებული ზარალი 10,5 მილიარდ გრივნას შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები