კრის კრისტი: ტრამპს საარჩევნო კამპანიაში კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავს

ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა, კრის კრისტიმ საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და შეუერთდა რესპუბლიკელი კანდიდატების მზარდ ჯგუფს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უძღვება.

კრისტიმ კანდიდატად დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარადგინა.

კრის კრისტი 2016 წელს ტრამპის წარმატებული საარჩევნო კამპანიის დროს მრჩეველი იყო, მაგრამ მოგვიანებით, მისი მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, მთავარი კრიტიკოსი გახდა.

60 წლის, აშშ-ის ყოფილი ფედერალური ადვოკატი – კრისტი ამბობდა, რომ არის ტრამპის ერთადერთი პოტენციური კონკურენტი, რომელსაც მასთან დასაპირისპირებლად შესაბამისი უნარ-ჩვევები აქვს.

თუმცა, ამ დროისთვის, მისი რეიტინგი ძალიან დაბალია.

Reuters/Ipsos-ის მაისის გამოკითხვის თანახმად, კრისტის მხარს რესპუბლიკური პრაიმერის დროს მხოლოდ 1% დაუჭერს მაშინ, როდესაც ამ დროისთვის ტრამპს 49%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს – 19 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები