მეხანძრე-მაშველები ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლომისის მთაზე მორიგეობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლომისის მთის ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 110 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები