“თუ კაშხლის აფეთქების მიღმა რუსეთი დგას, ეს იქნება ახალი ფსკერი” – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ახალი ფსკერი იქნება, თუ გაირკვევა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი კაშხლის განადგურებაზე მოსკოვია პასუხისმგებელი.

ამის შესახებ Sky News-ი წერს.

ვაშინგტონისკენ მიმავალ გზაზე, რიში სუნაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სადაზვერვო სამსახურებს ჯერ არ მიუღიათ საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, დგას თუ არა “საშინელი თავდასხმის” უკან ვლადიმერ პუტინი.

„თუ ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ და ეს იქნება მხოლოდ ახალი ფსკერის დემონსტრირება, რომელსაც რუსული აგრესიისგან დავინახავთ“, – თქვა მან და დასძინა, რომ “სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები საშინელი და არასწორია. ჩვენ ვნახეთ მსგავსი შემთხვევები ამ კონფლიქტში, მაგრამ ჯერ ნაადრევია საბოლოო დასკვნების გამოტანა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები