“რუსულ ტერორზე საჭიროა დაუყოვნებლივი და გლობალური პასუხი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისა და წყალსაცავის აფეთქება არის ეკოლოგიაზე მიყენებული ტექნოგენური დარტყმა, რომლის შედეგად გარემოს აღსადგენად ათწლეულები დასჭირდება.

ამის შესახებ მან ღამის მიმართვაში თქვა.

მისი თქმით, მომხდარი არის უკრაინის მიწაზე ეკოციდის ყველაზე დიდი დანაშაული, არა მხოლოდ მიმდინარე ომის დროს, არამედ ათწლეულების განმავლობაში. ზელენსკის თქმით, კაშხალი რუსმა ჯარებმა შეგნებულად და მიზანმიმართულად ააფეთქეს.

„ისეთი დანაშაული, როგორიცაა ეკოციდი, არ შეიძლებოდა, მომხდარიყო მხოლოდ კაშხლის დაბომბვის გამო. მის გასანადგურებლად რუსულ ძალებს მიზანმიმართულად უნდა ემოქმედათ – დაენაღმათ, აეფეთქებინათ, გაენადგურებინათ“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, “გასულ შემოდგომაზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს. ეს განზრახ გააკეთე. პირველ ყოვლისა, მსოფლიოს შანტაჟისთვის და მეორეც, კაშხლის აფეთქება და წყალდიდობა იარაღად გამოეყენებინათ. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა”.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას სჭირდება რუსულ ტერორზე დაუყოვნებელი და მაქსიმალურად გლობალური პასუხი.

„გაეროს უშიშროების საბჭოსგან დაწყებული, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტით, ყველა სახელმწიფომდე, ყველა ლიდერამდე: რუსმა ტერორისტებმა უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ დანგრეული კახოვსკაიას წყალსაცავი ერთ-ერთი უდიდესია უკრაინაში, მასში დაახლოებით 18 მილიარდი კუბური მეტრი წყალია.

“ტერორისტების მიერ კაშხლის განზრახ განადგურება მსოფლიოს ყველა კუთხიდან ერთნაირად გამოიყურება. აფრიკისთვის, ევროპისთვის, აშშ-სთვის, ჩინეთისთვის, ავსტრალიისა და ინდოეთისთვის ტექნოგენური კატასტროფები ბოროტებაა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსული ბოროტება. მსოფლიოს ყველა დანარჩენმა ტერორისტმა უნდა დაინახოს, რომ ტერორიზმს მთელი მსოფლიო სჯის”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები