“ხერსონის რეგიონში წყლის დონე მატულობს” – სამხედრო ადმინისტრაცია

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად, ხერსონის რეგიონში წყლის დონე მატებას, დაახლოებით, კიდევ 20 საათის განმავლობაში გააგრძელებს.

ამ დროის განმავლობაში წყლის დონემ შესაძლოა, კიდევ ერთი მეტრით მოიმატოს.

ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე 1852 სახლია დატბორილი, ღამის საათებში დახმარება 13 ადამიანს დასჭირდა, ადგილობრივი დროით, დილის 06:00 საათისთვის 1 457 ადამიანია ევაკუირებული.

კრივოი როგის მერმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა, რომ კახოვსკაიას წყალსაცავში კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყლის დონე 2,5 მ-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები