NBC News: აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს, რომ კახოვკას ჰესის აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთია

აშშ გეგმავს სადაზვერვო მონაცემების გასაიდუმლოებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კატასტროფაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორი ამერიკელი და ერთი დასავლელი ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატების მთავრობას აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც კაშხალზე თავდასხმაში დამნაშავე რუსეთია.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისის დილით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის რეგიონში​ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები