ფინეთი რუსეთის საელჩოში მომუშავე ცხრა პირს ქვეყნიდან გააძევებს

ფინეთი რუსეთის საელჩოში მომუშავე ცხრა პირს ქვეყნიდან გააძევებს. ამის შესახებ რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფინეთის პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში მიიღეს.

„ფინეთი ქვეყნიდან ცხრა ადამიანს აძევებს, რომლებიც რუსეთის საელჩოში მუშაობდნენ და ასრულებდნენ სადაზვერვო ფუნქციებს. მათი ქმედება არის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ აცნობებს რუსეთის ელჩს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები