ისაკ (ირაკლი) კრიხელის წიგნის წარდგენა და ავტორის ხსოვნის საღამო გაიმართება

7 ივნისს, 17 საათზე, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრი „ფესვები” ისაკ (ირაკლი) კრიხელის წიგნის – „… ჟამი შეკრებად ქვათა” წარდგენას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება ავტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოც.
დღის წესრიგი:
17:00 – მუზეუმის საექსპონატო სივრცის გაცნობა/მიმოხილვა;
17:20 – ალექსანდრე პელეგის მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „ირაკლი კრიხელის სახსოვარი“ – ჩვენება’
17:40 – ისაკ (ირაკლი) კრიხელის მეხუთე წიგნის „…ჟამი შეკრებად ქვათა“ წარდგინება და ავტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
მისამართი: ანტონ კათალიკოსის ქ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები