დმიტრო კულება: უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ქვეყანას საკმარისი იარაღი აქვს რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის.
როგორც მან Reuters-თან საუბარში აღნიშნა, ოპერაცია ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს, რომელიც მას ნატოში გასაწევრიანებლად სჭირდება, მაგრამ არ უთქვამს დაიწყო თუ არა უკვე კონტრშეტევა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მათი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება „ალბათ“ მხოლოდ აქტიური კონფლიქტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.