ლევან დავითაშვილი: ჩვენი სურვილია, ახალი აეროპორტის მშენებლობა 2024 წლის დასაწყისისთვის დავიწყოთ, რომელიც, ალბათ, 3-4 წელიწადს გაგრძელდება

ჩვენი სურვილია, ახალი აეროპორტის მშენებლობა 2024 წლის დასაწყისისთვის დავიწყოთ, რომელიც ალბათ, 3-4 წელიწადს გაგრძელდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, ახალი აეროპორტი აშენდება თუ უკვე არსებული აეროპორტი გაფართოვდება.

„მიმდინარე წელს ჩვენ უკვე გვექნება გადაწყვეტილება მიღებული, ახალი აეროპორტი იქნება თუ ადგილობრივი აეროპორტის გაფართოება იქნება. ადგილობრივი აეროპორტის განვითარების გარკვეული გეგმები უკვე არსებობს და ეს დამუშავებულია, თუმცა, ახალი აეროპორტის კონკრეტული გეგმა, მინიმუმ ტექნიკური პირობები, მიმდინარე წელს განისაზღვრება. ასე, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიმდინარე წელს შევძლებთ არქიტექტურული კომპანიის შერჩევას. ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის დავიწყოთ უკვე ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც, ალბათ, 3-4 წელიწადს გაგრძელდება,“ – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები