“კიევში თავშესაფრებთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკულია” – მრეწველობის მინისტრი

კიევში თავშესაფრებთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკულია.

ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა Telegram-ში დაწერა.

კიევში შესაბამისი შემოწმება უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს.

კერძოდ, ამ დროისთვის ქალაქის თავშესაფრების მესამედი უკვე შემოწმებულია.

”სიტუაცია კვლავ კრიტიკულია: შემოწმებული თავშესაფრების ნახევარი მზად არ არის”, – ხაზგასმით აღნიშნა კამიშინმა.

მისი ინფორმაციით, ჯამურად, უკვე შემოწმდა 1849 ობიექტი.

აქედან თავშესაფრების 55% (1011) მზად არის გამოსაყენებლად; 32% (596) – არ არის მზად; ხოლო 13% (242) – გახსნილი არ არის/ მზადყოფნის დონე დადგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები