ნინო ფოჩხუა: ჯერ ორი კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი “კადიროველებად” გაასაღეს, ახლა ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა; აგერ მე და აგერ თქვენ – საღამოს ნაცმედიამ თუ არ დაუკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს

ჯერ 2 კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი “კადიროველებად” გაასაღეს, ახლა კი ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ – საღამოს ნაცმედიამ თუ არ დააკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ნინო ფოჩხუა ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის მიერ გააქტიურებულ თემებს.

მისი თქმით, ოპოზიცია ჯერ შეეცადა, ორი კვირის წინ შემოსული ხალხი „კადიროველებად“ გაესაღებინა, ხოლო დღეს სხვადასხვა ობიექტზე შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ.

ექსპერტის შეფასებით, აღნიშნული ქმედებები ანტიქართველების მორიგ „სპეცოპერაციას“ და ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას წარმოადგენს.

„ანტიქართველების მორიგი “სპეცოპერაცია”? გუშინ ნაცმოძრაობის სიცრუის მანქანას მთელი დღე ჰქონდა თემა, აქ რომ “კადიროველები” შემოვიდნენ ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვისო. დღეს რა ხდება? სხვადასხვა ობიექტებზე შედის ანონიმური ზარები, თითქოს შენობაშია ბომბი… ეს ახლა არ არის საეჭვო დამთხვევა? ეს არ არის ორგანიზებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ? ჯერ 2 კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი “კადიროველებად” გაასაღეს, ახლა კი ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ – საღამოს ნაცმედიამ თუ არ დააკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს… ეს მავნებელი არაადამიანები!!!“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები